მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება. ეწყობა საფეხმავლო ტური. ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ გიდებთან, სპეციალურად მომზადებულ ბილიკებზე ბაღის ფრინველებს დურბინდებით დააკვირდნენ. გაიმართება სხვადასხვა სახის შეჯიბრი და სახალისო შემეცნებითი თამაში ბავშვებისთვის.
ღონისძიებების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „საბუკო“. ისინი დღეს კამპანია „ბაღის ფრინველთა საათის“ ათი წლის იუბილესაც აღნიშნავენ.