მსოფლიო ბანკსა და განათლების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მიზანი პროფესიული განათლების მასწავლებელთა ხარისხის ამაღლებაა. კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ახალი სისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებას, სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებასა და მასწავლებელთა დიფერენცირებული ანაზღაურების სქემის დანერგვას.