„ბიზნესისთვის მზაობა“ – ამ სახელწოდების მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ლიდერია და მე-3 პოზიციას იკავებს. სამეულშია სინგაპური და ესტონეთი. ამ რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის მონაცემი, სადაც ჩვენ ქვეყანას მე-7 პოზიცია ეკავა. რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისთვის ბიზნესგარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. B-READY-ის ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და ბიზნესის დახურვა.