რა რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებაზე. საგამოძიებო კომისიამ დასკვნა უკვე მოამზადა. უმცირესობის დოკუმენტს არ ეთანხმება უმრავლესობა და პარლამენტს კენჭისყრაზე დადგენილების საკუთარ პროექტს სთავაზობს.
გიორგი გახარიას მოადგილე ამბობს, რომ თუ რეკომენდაციები იქნება არგუმენტირებული, უწყება მათი შესრულების საკითხს განიხილავს. ნათია მეზვრიშვილი დღეს ომბუდსმენის განცხადებასაც გამოეხმაურა.
საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე და უმრავლესობის დადგენილებაზე პარლამენტმა დღეს უნდა იმსჯელოს.