მსჯელობა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე

„ქართული ოცნების“ 12 წელი სასამართლოში – ამ სახელწოდებით, საჯარო ღონისძიება დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და ყოფილმა მოსამართლეებმა გამართეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 12 წლის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, რეფორმებმა, ცვლილებებმა თუ სხვა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ანგარიშვალდებულება და ეფექტიანობა. მათი თქმით, მოქალაქეები სასამართლო დავებზე წლების განმავლობაში ელოდებიან გადაწყვეტილებას, რისი მიზეზიც მოსამართლეთა სიმცირეა. მათივე თქმით, ე.წ. კლანურმა მმართველობამ და მმართველმა პარტიამ 12 წლის განმავლობაში ისეთი სასამართლო შექმნა, სადაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობს.