რა ნაბიჯები უნდა გადადგას პარლამენტმა მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში,– ამ საკითხზე იმსჯელებენ დღეს საკანონმდებლო ორგანოში.
პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან ერთად მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღას განიხილავს. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია მიწვეული არ არის.
„ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღას ფარსს უწოდებს. შეხვედრა პარლამენტში 15 საათზე დაიწყება.