საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
განხილვის მთავარი თემა, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და ასეთი ტიპის ტენდერების გასაჩივრების მექანიზმთან მიმართებაში არსებული კითხვები იყო. ეს, რიგით მეორე შეხვედრაა, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით იმართება.