ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე, მართლმსაჯულების რეფორმასა და სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს თბილისში, სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ევრო-რეკომენდაციების მთავარი ნაწილია. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველაფერი, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, მართლმსაჯულებაზე გადის.