რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში ქალ მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.
200-ზე მეტი ნამუშევარი – ნახატები, თიხისგან, თექისგან დამზადებული სხვადასხვა აქსესუარი, ნაქარგები, სამკაულები და ჩანთები მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნეს. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერითა და ქალაქ რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსთავის მერი და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.