მშვიდობის საერთაშორისო პრემია

ზუგდიდში, პირველი ნობელიანტი ქალის, ავსტრიელი ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მას ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრნენ. წელს პრემია ჟურნალისტებს გადაეცათ. რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონიალი, დადიანების სასახლეში გაიმართა. პროექტს მეხუთე წელია, მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის, ზუგდიდის მერიასთან და ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის განმავლობაში ზუგდიდში ცხოვრობდა.