20-23 სექტემბერს თბილისი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების „მშვიდობის კომიტეტის“ დელეგაციას მასპინძლობს. ოფიციალური დელეგაცია საქართველოში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მოიწვია. მის შემადგენლობაში საერთაშორისო გაერთიანების გენერალური მდივანი, გაერთიანების ვიცეპრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და საერთაშორისო მკვლევარები შედიან.
ვიზიტის ფარგლებში იმართება საერთაშორისო კონფერენცია და პანელური დისკუსიები. მშვიდობის კომიტეტი ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს. დელეგაციის წევრები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.