მშპ-ს დათვლის ახალი სტრატეგია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა. 2023 წელს მონაცემი ერთ სულ მოსახლეზე 8 112 დოლარი იყო, ხოლო გადაანგარიშების შემდეგ 8 170 დოლარი გახდა. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ის 2023 წლის მონაცემებით, 7 პროცენტი, ხოლო გადაანგარიშების შემდეგ 7,5%ია.

მთლიანი შიდა პროდუქტისა და სხვა მიკროეკონომიკური მაჩვენებლების გადასინჯვა და გადაანგარიშება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხუთ წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული. მისი მიზანია ეროვნული ანგარიშების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.