პარლამენტში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზური ენის დისტანციური სწავლების 3-წლიანი პროექტის განხორციელება იგეგმება. პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე პროექტის ეტაპზეა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მოამზადდა. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და დეპუტატების შეფასებით, აფხაზური ენის დისტანციური სწავლება აფხაზური ენის გადასარჩენად და ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკოს გადაწყვეტილებით 1999 წლიდან აღინიშნება.