157-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა შენობის დემონტაჟი გააპროტესტეს და მისი გამაგრება მოითხოვეს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. მშობლების კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ სამუშაოების პროცესში 1 400-ვე ბავშვის ახლო მდებარე სკოლებში გადანაწილება მოხდეს.