სიახლე სამშობიაროებისთვის.
საყოველთაო დაზღვევის პაკეტში საკეისრო კვეთის ტარიფი ფიზიოლოგიური მშობიარობის ტარიფს გაუთანაბრდა. ეს ნიშნავს, რომ ქირურგიული ჩარევის დროს ყველა ხარჯი, მათ შორის აყვანილი ექიმის ანაზღაურებაც, დაფინანსდება. თუმცა საყოველთაო დაზღვევა არ გავრცელდება იმ პაციენტებზე, რომლებიც საკიესრო კვეთას ჩვენების გარეშე გადაწყვეტენ. სახელმწიფო არც ვიპ-პალატით მომსახურების სერვისს დააფინანსებს. დიარჯის სისტემის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას სამშობიარო სახლების დიდი ნაწილი დადებითად ხვდება, თუმცა გარკვეული შენიშვნებიც აქვთ.