„მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია“ აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მრავალსართულიანი კორპუსების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დაყენების ვალდებულება 2028 წლამდე გადაიდო. იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აანონსებენ და აცხადებენ, რომ მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებთა უსაფრთხოება და უფლებები უხეშად ირღვევა.
ცვლილებების მიხედვით, შენობის ავტოსაშხეფი სისტემის დაყენების აუცილებლობა ხუთი წლით გადავადდა. მიზეზი დეველოპერული კომპანიების მოთხოვნაა, სადაც აცხადებენ, რომ სამშენებლო ბიზნესს ჯერ შესაბამისი პრაქტიკის დანერგვა სჭირდება.