მშენებლობები მეწყერსაშიშ ზონაში

ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები სადავო ხდება.

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი ტერიტორიას მეწყერსაშიშად აცხადებს და სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს.

საუბარია ერთ მშენებარე კორპუსზე და ორ პროექტზე, რომლებზეც მერიიდან ნებართვას ახლა ელოდებიან.

სპეციალურ კვლევაზე დაყრდნობით, თეა გოდოლაძე უმძიმეს პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ ვარაზისხევის ჭალაში მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, სტიქიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

მეტი დამაჯერებლობისთვის კვლევის ავტორმა წყალმოვარდნის იმიტირებული სცენარიც წარმოადგინა.