სეისმოლოგები მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობის ნებართვების გაცემის აკრძალვაზე საუბრობენ

მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობის ნებართვების გაცემის აკრძალვაზე საუბრობენ სეისმოლოგები.

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, სეისმოლოგიური ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, თბილისში, განსაკუთრებით მეწყერსაშიშ ზონებს განეკუთვნება ვერეს ხეობა, ვარაზის ხევი, ლეღვთა ხევი და ჟვანიას ქუჩის ფერდი.

სეისმოლოგი თეა გოდოლაძის შეფასებით, ხშირი ნალექის ან მიწისძვრის შემთხვევაში ამ ტერიტორიების დამეწყრის საფრთხე  დიდია და მიმდინარე სამშენებლო პროცესი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია.

მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი დასკვნების გარეშე ნებართვები არ გაიცემა.