შპს „ყვარელ რემ მშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფებიან. გამოძიების შეკითხვებს ისინი უკვე 2 საათია პასუხობენ. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩაატარა. რამ გამოიწვია ნგრევა გარემონტებული მეტროსადგურის ექსპლუატაციიდან 4 თვეში, რა დროსაც 14 მოქალაქე დაშავდა, ამას გამოძიება დაადგენს.
უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ცნობილია რომ აღნიშნული კომპანია 28 სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობს.
ნათია ქენქაძე დეტალბით.