85 ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ქეთევან კიკნაძე. ქეთევან კიკნაძე 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში. მათ შორისაა „შეხვედრა წარსულთან“, „ტარიელ გოლუა“, „დათა თუთაშხია“, „თეთრი ბაირაღები“, „პრემიერა“, „წიგნი ფიცისა“ და სხვ. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, პრემიები და პრიზები.
ქეთევან კიკნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერი. „ქალბატონი ქეთევანის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები მაყურებელთა თაობებმა შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში. თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.“ – ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.