ადვოკატთან ასოციაციის ორგანიზებით, აშშ-ის ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტებთან მრგვალი მაგიდა და დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე გახმაურებული საქმეების განხილვის თავისებურებებისა და გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. მრგვალი მაგიდის ფორმატში ამერიკული გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებაც იმსჯელეს. ასევე განიხილეს სასამართლოს, ადვოკატთა კორპუსსა და პროკურატურას შორის კომუნიკაციის ეთიკური ასპექტებიც.