„მრავალფეროვანი საქართველოს“ სომხურენოვანმა რედაქციამ მუშაობის ერთი წელი შეაჯამა

საქართველოს პირველი არხის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ სომხურენოვანმა რედაქციამ სომხურენოვანი ინტერნეტტელევიზიის და ონლაინ რადიოს მუშაობის ერთი წელი შეაჯამა.

შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, სამივე სომხურენოვანი სკოლის, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებისა და სომხური თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სომხურენოვანი ჯგუფის ჟურნალისტებმა სტუმრებს არსებული გადაცემები წარუდგინეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

პროექტის დებიუტი საქართველოს პირველი არხის ეთერში 2018 წლის 3 მაისს შედგა.