რუსთავში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შემდეგ თბილისის ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ კლინიკებს განმარტებების გაკეთება უწევთ.
ჩნდება კითხვა, რატომ გაუშვეს სახლში, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე საათში 13 წლის ძმისშვილი მოკლა.
სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრების მტკიცებით, დანაშაულამდე ერთი დღით ადრე ნარკოლოგიურ კლინიკაში პაციენტს წინასწარ თანხის გადახდა სთხოვეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი ის ჯანმრთელად მიიჩნიეს და დაწესებულებაში არ დატოვეს.
დაკავებული ახლა რუსთავის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია და მას ბრალს ამ წუთებში უყენებენ.
დეტალებს მარიამ სეთურიძე არკვევდა.