ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის აღკვეთის ღონისძიებაზე პროცესი უნდა დაიწყოს.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. დაცვის მხარე კი გეგმავს, რომ გირაოს შუამდგომლობა დააყენას. თავად ბრალდებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
გიორგი კობერიძე მუშაობს სასამართლოში.