მოზარდების დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას სხეულზე ექსპერტიზა ჩაუტარდება
წითელ ბაღში 3 მოზარდის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას სხეულზე ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შემდეგ კი მას ბრალი წარედგინება. ადვოკატის განცხადებით, ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებული გუშინ პოლიციას თავად ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, 2000 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.