წითელ ბაღში მოზარდების დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წითელ ბაღში ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება მიიღო და სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლი, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შეცვალა. მუხლის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი.

გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ბრალდებული და მისი ადვოკატი. დაცვის მხარეს პრეტენზიები პროკურატურასთან აქვს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. საკუთარი არგუმენტები აქვს ბრალდების მხარეს და მოსამართლეს.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.