აშშ იემენის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებათა მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ვაშინგტონი ადრესატებს მოსაფიქრებლად 30-დღიან ვადას აძლევს.
პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ ამჯერად დიალოგი, დიდი ალბათობით, შვედეთში ნოემბრის ბოლოს შედგება.
სამოქალაქო ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.