მასობრივი მოწამვლის შემთხვევა ბათუმში.
ქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შარაშიძის ქუჩიდან კლინიკაში ცხრა პაციენტი გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის განცხადებით, არც ერთ შემთხვევაში მდგომარეობა არ არის მძიმე. შარაშიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ სასმელი წყლის გამო 50-მდე ადგილობრივი მოიწამლა.
ადგილზე არსებული ვითარების შესწავლაში სურსათის უვნებლობის სამმართველოს სპეციალისტები ერთვებიან.