მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ
მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ, – ამ საკითხზე სასაუბროდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.
დისკუსია საირმეში გაიმართა და მას აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში შემავალი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სკოლების მოვლა-მოწესრიგებასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თემაზე იმსჯელეს.