რუსთავს სულ მალე გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ავთენტური იერსახის, 600 კვადრატული მეტრი ფართობის, სამსართულიანი ახალი შენობა ექნება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელშიც რუსთაველების თაობებია გაზრდილი, ახალგაზრდული ცენტრის სტატუსით და ახალი შინაარსობრივი კონცეფციით მალე შეემატება ქალაქს. ტრადიციულ სასწავლო დისციპლინებს, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველ სასახლეში ისწავლებოდა, ახალი მიმართულებები დაემატება და რუსთაველ ახალგაზრდებს, მათ ინტერესებზე მორგებული, კიდევ ერთი საგანმანათლებლო ცენტრი ექნებათ.
რუსუდან ლოლაძე და ირაკლი თელაურიძე დეტალებით.