ამერიკის სენატში გამართულ მოსმენასა და გაჟღერებულ გზავნილებზე პრემიერის პოზიციას სრულად იზიარებს „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ოპოზიციას, პოლიტიკურ პარტიებში სენატში გამართული მოსმენის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ.