რუსეთისა და მსოფლიო საპატრიარქოებს შორის დაპირისპირება მწვავდება.
რუსი მორწმუნეები კონსტანტინოპოლის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ტაძრებში ვერ ილოცებენ. აკრძალვა მრევლს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა დაუწესა. მოსკოვმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. მიზეზი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაა, რისთვისაც მსოფლიო საპატრიარქომ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც კონსტენტინოპოლმა კიევის პატრიარქ ფილარეტს მოსკოვის მიერ დაწესებული ანათემა მოუხსნა.
ლევან ახალაია არკვევდა, სადამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება, სად გადის კანონიკური ტერიტორიების სადავო ხაზი და რა პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს.