ორი თვე რჩება იმ კანონის ამოქმედებამდე, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს. თუმცა დოკუმენტის ერთ-ერთ ინიციატორ არასამთავრობო ორგანიზაციას ეჭვი აქვს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა კანონის აღსრულებას შესაძლოა ხელი შეუშალონ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის წევრების სკეპტიციზმის ფონზე ახალ კანონს მოწინააღმდეგეებიც უჩნდებიან. რამდენიმე რესტორნის მფლობელები დიდი ობიექტებისთვის გამონაკლისების დაშვებას ითხოვენ.
თამბაქოს მოხმარების საგანგაშო სტატისტიკა, მათ შორის არასრულწლოვნებს შორის – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რის გამოც ცხრა თვის წინ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.
მარიამ სეთურიძე არკვევდა, რამდენად ეფექტურად იმუშავებს რამდენჯერმე გადავადებული და ბიზნესმენების ნაწილის პროტესტის ფონზე მიღებული კანონი.