მიმდინარე კვირაში, პლენარულ სესიაზე გავა უმრავლესობის პროექტი მოსამართლეთა შერჩევის შესახებ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა. ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე წარადგინოს.
მიმდინარე პროცესით უკმაყოფილოა ოპოზიცია და მესამე სექტორი. კრიტიკულია მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების შეფასებებიც.