პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე იმსჯელეს.
დეპუტატები, – ეკა ბესელია, ბექა ნაცვლიშვილი, დავით ჭიჭინაძე და გედევან ფოფხაძე, – იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
ეკა ბესელიას განცხადებით, იმ ადამიანების მოსაზრების მოსმენა საინტერესოა, ვისაც მართლმსაჯულების სფეროში კომპეტენცია და გამოცდილება აქვთ. მოსაზრებების ასახვა იმ ინიციატივაში მოხდება, რომელსაც პარლამენტს კონსულტაციების შედეგად წარუდგენენ.