მწვავე პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი წევრი ჰყავს.
მოსამართლეთა კონფერენციამ ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების აქციის ფონზე ჩაიარა. შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევის არგუმენტით ოპოზიცია და მესამე სექტორი პროცესის გადადებას და საბჭოს ახალი წევრის არჩევას მართლმსაჯულების რეფორმის პროექტის მიღების შემდეგ ითხოვდა. თუმცა საბჭოში ამტკიცებენ, რომ სასამართლოს მაკოორდინირებელ ორგანოში პროცესის გადავადება სასამართლო ინსტანციების პარალიზებას გამოიწვევდა. ოპოზიციის და უფლებადამცველების გარდა იუსტიციის საბჭოს წევრთა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის დაპაუზება და პროცესის ახალი, ანუ რეფორმირებული სისტემის ფარგლებში გაგრძელება ხელისუფლებას ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმაც ურჩიეს.