უკვე ორი საათია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მერვე კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს უსმენს. დეპუტატებმა კითხვების დიდი ნაწილი სასამართლოს ნდობაზე და სისტემაში არსებულ პრობლემებზე დასვეს.