მოსამართლეთა დანიშვნის წესი შესაძლოა შეიცვალოს. პარლამენტში უკვე შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეფასების კონკრეტული კრიტერიუმების განსაზღვრას ითხოვენ. კერძოდ, მესამე სექტორის მოთხოვნაა, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები კენჭისყრის ნაცვლად ქულებით შეაფასონ, ასევე გაუმჯობესდეს იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მექანიზმი. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში შესაძლოა სასამართლო სისტემაში არსებული 43 ვაკანტური ადგილი ახალი წესით შეივსოს. მოსამართლეების შერჩევის გარდა თავმჯდომარის გარეშე დარჩენილ იუსტიციის საბჭოს შესაძლოა კიდევ ერთი საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულება მოუხდეს.