უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა.
კარლ ჰარცელმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეაჩეროს იქამდე, ვიდრე აღნიშნულ საკითხზე არ იქნება სრულმასშტაბიანი მსჯელობა.
კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში.