მოსახლეობისგან დაცლილი ძამას ხეობის სოფლები

განსაკუთრებული ბუნებით და ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული ძამას ხეობა, წლებია მოსახლეობისგან იცლება.

10-მდე სოფელი ფაქტობრივად ნასოფლარადაა ქცეული და იქ რამდენიმე ოჯახი მხოლოდ ზაფხულში ადის. ამ მძიმე სურათის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ სოფლებში ინფრასტრუქტურის არარსებობაა. ხეობის მოსახლეობას არც ელექტროენერგია აქვს და არც გაზი. პრობლემად რჩება სასმელი და სარწყავი წყალი. ბოლო წლების განმავლობაში ძამას ხეობაში გაკეთდა გზა, ექვს სოფელში დამონტაჟდა მზის ფოტო-ელექტრო სისტემები, თუმცა ეს სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებისთვის საკმარისი არ არის. ადგილობრივები ხეობის გადარჩენას ტურიზმის განვითარებაში ხედავენ და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობენ.

როგორია ხეობის ტურისტული პოტენციალი და როგორ ცხოვრობს იქ მოსახლეობა, – ნინო ფისაძე დეტალებით.