ცინცაძის 58 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ახალი კორპუსის აშენების შესახებ გაცემული ნებართვის გაუქმებას და მერიის მხრიდან ტერიტორიის ადგილმონაცვლეობით გადმოცემას ითხოვენ.
საპასუხო განცხადება გააკეთეს მერიაში, სადაც აცხადებენ, რომ ნებართვა გაიცა 2017 წელს. მოგვიანებით ეს ნებართვა მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გააუქმა. თუმცა, ნაკვეთის მფლობელმა კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ ნებართვა ძალაში დატოვა. ამის შემდეგ მერიამ მას ადგილმონაცვლეობა შესთავაზა, თუმცა, მფლობელი უარს ამბობს.