„მოქალაქეების“ შეხვედრები მოსახლეობასთან

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს პარტია „მოქალაქეები“.

დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი იურისტებთან ერთად საპენსიო სესხებით დაზარალებულებს ამჯერად ვარკეთილში შეხვდა. შეხვედრას 100-ზე მეტი პენსიონერი დაესწრო. პარტია „მოქალაქეების“ იურისტები მათ ეხმარებიან „ლიბერთი ბანკს“ შესაბამისი განცხადებით მიმართონ. ლაპარაკია იმ პენსიონერებზე, რომლებსაც ბანკმა ისე გაუფორმა ე.წ. ოვერდრაფტები, რომ არ აუხსნეს რა სახის სესხთან ჰქონდათ საქმე და რა საფრთხეებს შეიცავდა. ანალოგიური შეხვედრები უკვე გაიმართა გორში, თელავში, ქუთაისში, რუსთავში და რამდენჯერმე თბილისში.