„მოქალაქეების“ შეხვედრა პენსიონერებთან

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებს ქუთაისში შეხვდა. შეხვედრაში, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში გაიმართა, მონაწილეობა იურისტებმაც მიიღეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ე.წ. საშეღავათო პერიოდზე, რისი საშუალებითაც კოვიდპანდემიის დროს ბანკმა პენსიონერებს თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და, შესაბამისად, სესხის ოდენობაც. მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა თბილისში.