სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა საპენსიო სააგენტოს დღეს მოქალაქეების პეტიცია ჩააბარეს. 5 ათასი ადამიანი სააგენტოსგან მოითხოვს, დაგროვებითი პენსია ქვეყანაში არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იყოს.
მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა დღესვე საპენსიო სააგენტოს დირექტორთან შეხვედრა მოითხოვა. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მას აუხსნა, რომ ლევან სურგულაძეს მთელი დღე გაწერილი ჰქონდა და შესთავაზა, შეხვედრა სხვა დროისთვის ჩაენიშნათ.