მოპარული თხილის საქმე

დაკარგული 48 ტონა თხილის რეზონანსულ საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, პროდუქცია, რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან იტალიაში უნდა გაეტანათ, ფოთში გაქრა.

გახმაურებულ საქმეს ოთხი ბრალდებული ჰყავს, თუმცა დანაშაულს არცერთი მათგანი არ აღიარებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემაც. არ არის გამორიცხული, რომ დაკარგული თხილის საქმის ფიგურანტთა წრე გაფართოვდეს.