მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ქვეყნის ლიდერის პოსტზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მილო ჯუკანოვიჩი იყრის კენჭს. ის ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების მომხრეა და პროგნოზების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

ჯუკანოვიჩის მთავარი კონკურენტი ბიზნესმენი მლადენ ბოიანიჩია. მას მხარს ის პარტიები უჭერენ, რომლებიც რუსეთთან დაახლოებას ითხოვენ.

კვლევების თანახმად, ბოიანიჩი ელექტორატის ხმების 30%-ს მიიღებს. ხმის უფლება მონტენეგროში 530 000 მოქალაქეს აქვს. თუ ხმების 50%-ზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, მეორე ტური დაინიშნება.

შეგახსენებთ, მონტენეგრო 2017 წლის ივნისში ნატო-ს წევრი გახდა.

საპრეზიდენტო არჩვენების პირველი წინასწარი შედეგები თბილისის დროით 22 საათზე გახდება ცნობილი.