მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ფილმის პრემიერა იგეგმება.
გიგიშა აბაშიძის „მეზობლები” თბილისის ერთ-ერთი იტალიური ეზოს ყოველდღიურობაზე გვიყვება და მაყურებელს აჩვენებს, რატომ და როგორ იძაბება მეზობლებს შორის მრავალწლიანი თბილი ურთიერთობა.
მონრეალის საერთაშორისო ფესტივალი 23 აგვისტოს გაიხსნება და 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.