ახალი ქართული ფილმი

21:40, 09.02.2018

ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევრის საერთაშორისო აღიარება. გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“ სოფიას მე-19 საერთაშორისო კინო-ფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში საუკეთესო პროექტად დაასახელეს.

ფილმი თბილისის ერთ-ერთი იტალიური ეზოს ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს და მაყურებელს აჩვენებს, რატომ და როგორ იძაბება მეზობლებს შორის მრავალწლიანი თბილი ურთიერთობა.

პრემიერა წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მსგავსი