საინტერესო ცნობები 1801-1917 წლების თბილისის მუსლიმური თემის ცხოვრების შესახებ.
ქართველმა პროფესორმა 7-წლიანი მუშაობის და ისტორიული დოკუმენტების მოკვლევის შემდეგ ახალი მონოგრაფია გამოსცა. სამ ნაწილად დაყოფილ წიგნში აზერბაიჯანული პრესა, თბილისის მეჩეთის საქმიანობა, მუსლიმური სასწავლებლის ფუნქციონირება და რუსეთის კოლონიური პოლიტიკაა აღწერილი.
ავტორმა ცნობები საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნების არქივებთან თანამშრომლობით მოიძია. მათ შორის წიგნში შიიტური და სუნიტური სასწავლებლების შესახებ ისეთი დეტალებია თავმოყრილი, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. მუსლიმურ თემაზე ეს პროფესორის რიგით მესამე მონოგრაფიაა.