მუშაობას ნაწილობრივ აახლებს შსს-ს მომსახურების სააგენტო. სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო პრაქტიკული გამოცდები კვლავ დასაშვებია. თუმცა ცალკეულ რაიონებში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ისევ ნარჩუნდება – ისევე როგორც სერვისების ნაწილი, რომელიც მოქალაქეებისთვის კვლავ ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი.
მოამბე